დანაშაულის პრევენციის ცენტრის შიდა პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით,  ჩვენ შევქმენით  ბენეფიციართა მომსახურების  პროგრამული უზრუნველყოფა. პროგრამით სარგებლობენ, სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს  ყველა რგოლის თანამშრომლები, რომლებიც  მონაწილეობენ ბენეფიციართა მომსახურების პროცესში.

პროგრამის ძირითადი ფუნქციებია:

  • ბენეფიციართა და მათ საქმეთა რეგისტრაცია და აღრიცხვა;
  • ბენეფიციარებისთვის მისაწოდებელი მომსახურებების და ჩასატარებელი ღონისძიებების რეგისტრაცია და აღრიცხვა;
  • კითხვარების მიხედვით ბენეფიციართა შეფასება;
  • პროცესში მონაწილე სხვადასხვა რგოლებს შორის საქმისწარმოება;
  • რეპორტინგი სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით.